|
|
საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც სამოქალაქო დავების განხილვის არტერნატიული საშუალება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სამართლებრივ სივრცეში, მიუხედავად სასამართლო რეფორმით განხორციელებული დავების განხილვის პროცედურების გამარტივებისა საერთო სასამართლოებში საქმის წარმოება მაინც გარკვეული სახის პრობლემებს და ბარიერებს უქმნის მხარეებს, ვადების, ხარჯების და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირებულია კერძო არბიტრაჟის საშუალებით საქმის წარმოების პროცედურები, ეს კანონი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარების გზაზე.
საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელი ხდება სამოქალაქო დავების სწრაფი, ეფექტური და ნაკლები ხარჯებით გადაწყვეტა. შპს "ელიტ არბიტრაჟი" შექმნილია საქართველოს კანონის "კერძო არბიტრაჟის შესახებ" მოთხოვნათა დაცვით პროფესიონალი და გამოცდილი იურისტების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქართული კანონმდებლობის დახვეწასა და მის პრაქტიკულად განხორციელებაში.
პროცესუალური ურთიერთობები დარეგულირებულია კანონის და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს "ელიტარბიტრაჟის" დებულებით, საარბიტრაჟო სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა შეთანხმებით, საქმის განმხილველი არბიტრის (არბიტრების) არჩევის უფლება აქვს მხარებს, ან საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს.
"ელიტარბიტრაჟის" საშუალებით შესაძლებელია რთული პრობლემების მარტივად და ეფექტურად გადაწყვეტა.
|
|