![]() |
![]() |
||
|
შპს "ელიტ არბიტრაჟი" სულ უფრო საჭირო ხდება სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ყოველგვარი სასამართლოს ბიუროკრატიული პროცედურების გავლის გარეშე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ამის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომია. რაც მთავარია იგი სასამართლო გადაწყვეტილების იდენტურია მისი შესრულების სავალდებლოობის მხრივ. საარბიტრაჟო დავის დაწყება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მხარეების სურვილზე. სადაც დავები შეიძლება გადაწყდეს სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით. ელიტ არბიტრაჟი გთავაზობთ:
ძირითადი პრინციპები: 1. საქმის განხილვის დაწყება საარბიტრაჟო განხილვა იწყება საარბიტრაჟო პრეტენზიის (სარჩელის) შეტანიდან 10 დღის ვადაში. 2. საქმის განხილვაში მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების მონაწილეობა მხარეთა სურვილის და მათი შეთანხმების შემთხვევაში საქმის განმხილველი არბიტრაჟის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები. თითოეული მხარე ნიშნავს არბიტრთა თანაბარ რაოდენობას. კიდევ ერთ არბიტრას ირჩევენ უკვე დანიშნული არბიტრები ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟი. 3. მხარეთა თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე თითოეული მხარე თანასწორია კანონის და არბიტრაჟის წინაშე და სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით. 4. საქმის განხილვის დამთავრება საარბიტრაჟო განხილვა უნდა დამთავრდეს და არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებიდან (საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან) 30 დღის განმავლობაში. 5. საარბიტრაჟო შენატანი საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში 2%-ს, 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარიდან 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში 1.5 %-ს, ხოლო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ზევით 1 %-ს. 6. საარბიტრაჟო შენატანის განაწილვადება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება საარბიტრაჟო შენატანის განაწილვადება (მისი ნაწილ-ნაწილ გადახდა) საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე. ასევე შეიძლება შენატანის ოდენობის შემცირება და ნაწილობრივ განთავისუფლება. 7. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სანოტარო წესით დამოწმების მომენტიდან. |
| © 2009, შპს "ელიტ არბიტრაჟი" |